დიმიტრი პესკოვი – მოსკოვი კიევის მხრიდან პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნის სიგნალს ვერ ხედავს

პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნის სიგნალი დან უნდა მოვიდეს, მოსკოვი ამ მიმართულებით ვერანაირ ქმედებას ვერ ხედავს, – ამის შესახებ ს პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„კიევიდან, ჯერჯერობით, ვერანაირ ქმედებას ვერ ვხედავთ“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს, როდესაც უპასუხა შეკითხვას, თუ ვისგან ელოდება რუსეთი სიგნალს სთან პირდაპირი მოლაპარაკებების განახლებისთვის.
მისი თქმით, გრძელდება -ის ძალისხმევა პროცესის მშვიდობიანი მიმართულებით წარმართვის მიზნით.
„შეერთებული შტატები აგრძელებს ძალისხმევას პროცესის მშვიდობიანი მიმართულებით წარმართვის მიზნით. რუსული მხარის, პრეზიდენტის მზადყოფნა არაერთხელ დადასტურდა, დაიწყოს მოლაპარაკებების პროცესი უკრაინასთან მშვიდობიან კალაპოტში გადასვლის მიზნით“, – აღნიშნა პესკოვმა.