დიმიტრი პესკოვი – მოსკოვისთვის მნიშვნელოვანია აშშ-სა და უკრაინის მუშაობის შედეგები გაიგოს

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, მოსკოვისთვის მნიშვნელოვანია, გაიგოს აშშ-უკრაინის კონსულტაციების შედეგები.
„თქვენ იცით, რომ მოსკოვში მნიშვნელოვანი სამუშაო ჩატარდა პუტინის, უიტკოფისა და კუშნერის შეხვედრაზე. შემდეგ უიტკოფმა და კუშნერმა იმუშავეს მოსკოვში მიღწეულ შედეგებზე, იმუშავეს უკრაინის დელეგაციასთან ერთად, რომელსაც უმეროვი ხელმძღვანელობდა. ახლა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გავიგოთ ამ სამუშაოს შედეგები“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, რუსტემ უმეროვმა და გენერალური შტაბის უფროსმა ანდრეი გნატოვმა 4, 5 და 6 დეკემბერს მაიამიში შეხვედრები გამართეს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წარმომადგენლებთან, სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან. მანამდე კი უიტკოფი და კუშნერი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მოსკოვში შეხვდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ანა ბუჩუკური: წინა ხელისუფლებისთვის ომის დაწყების დაბრალება ძალიან დიდი ტვირთია საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის. სააკაშვილს კი არა, საკუთარ ქვეყანას აბრალებენ ომის დაწყებას (ვიდეო)