დიმიტრი პესკოვი – მოლდოვაში ჩატარებული არჩევნების შეფასება შესაძლებელი იქნება მას შემდეგ, რაც პოლიტიკური ძალები დასკვნებს გააკეთებენ

მოლდოვას არჩევნების შეფასება მოგვიანებით იქნება შესაძლებელი, მას შემდეგ, რაც ქვეყნის პოლიტიკური ძალები საკითხებთან დაკავშირებით თავიანთ პოზიციებს გამოხატავენ, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ზოგიერთი პოლიტიკური ძალა აცხადებს თავის უთანხმოებას. ისინი საუბრობენ არჩევნების დროს შესაძლო დარღვევებზე. არჩევნების შეფასება მოგვიანებით უნდა მოხდეს, მას შემდეგ, რაც გავიგებთ, თუ როგორ გამოხატავენ თავად პოლიტიკური ძალები თავიანთ პოზიციებს ამ საკითხებთან დაკავშირებით“, – აღნიშნა პესკოვმა.
ცნობისთვის, მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ხმების 99.91 პროცენტის დათვლის შედეგად, საპარლამენტო არჩევნებში მოლდოვის მმართველი „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტია“ ხმათა 50.16 პროცენტით ლიდერობს.

ასევე დაგაინტერესებთ

„ოპოზიციის ალიანსი“ – რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია – ახლა ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ერთიანობით განაჩენი მოვიყვანოთ სისრულეში, ივანიშვილი მოვიშოროთ მშვიდობიანად და დავიბრუნოთ ქვეყანა

საბა ბრაჭველი: ასეთი სირცხვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობისთვის პირველია. ერთადერთი, იმედს ვიტოვებ, ოცნების ჭკვიანები ამ ანგარიშის ავტორებს არ დააკავებენ ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანის გამო