დიმიტრი პესკოვი – მკვლელობის მცდელობის შემდეგ ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის კონტაქტი არ ყოფილა

მკვლელობის მცდელობის შემდეგ ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის კონტაქტი არ ყოფილა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„არა, ის არ დაკავშირებია და არანაირი კონტაქტი არ იგეგმება“, – განაცხადა პესკოვმა.
პესკოვმა აღნიშნა, რომ -ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობის შესახებ კრემლმა კომენტარი უკვე გააკეთა და რუსეთის ხელისუფლებამ თავდასხმა დაგმო.
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპს, პენსილვანიის შტატის ქალაქ ბატლერში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს ესროლეს, რის შედეგადაც იგი დაშავდა. შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე დაიღუპა, ორი მონაწილე კი – მძიმედ დაშავდა. დაღუპულია თავად შეიარაღებული პირიც, რომელიც -ის საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა გაანეიტრალეს. აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიურომ (FBI-მ) ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში მონაწილე პირის იდენტიფიცირება მოახდინა და განაცხადა, რომ ის 20 წლის თომას მეთიუ კრუკსია. დონალდ ტრამპმა საავადმყოფო შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ მალევე დატოვა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე: პარტიებს შორის კონსულტაციების პროცესში პროგრესი არის, მათ შორის, საუბარია ერთიანი დოკუმენტის შემუშავებაზე – ყველას გააზრებული აქვს, რომ ძალების გაერთიანების გარეშე, რთული იქნება რეჟიმთან დაპირისპირება