დიმიტრი პესკოვი – კურსკის ოლქის გათავისუფლების ოპერაცია დასკვნით ეტაპზეა

კურსკის ოლქის გათავისუფლების ოპერაცია დასკვნით ეტაპზეა, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„კურსკის ოლქში მდებარე ერთ-ერთ სამეთაურო პუნქტში ვიზიტის დროს პუტინმა ოპერაციის მიმდინარეობისა და კურსკის ოლქის გათავისუფლების ოპერაციის დასკვნით ეტაპზე შესვლის შესახებ მოხსენება მოისმინა“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
შეგახსენებთ, გუშინ, 12 მარტს ს პრეზიდენტი, კურკის ოლქის ერთ-ერთ სამეთაურო პუნქტს ეწვია. ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ს შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქი მთლიანად უნდა გაათავისუფლონ.
„დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი დანაყოფების წინაშე მდგარი ყველა საბრძოლო დავალება აუცილებლად შესრულდება და უახლოეს მომავალში კურსკის ოლქის ტერიტორია მტრისგან მთლიანად გათავისუფლდება“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.