დიმიტრი პესკოვი – კამალა ჰარისის განცხადებები ჩვენი ქვეყნის მიმართ საკმაოდ არამეგობრული რიტორიკით იყო სავსე

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ს განცხადებები რუსეთთან მიმართებაში არამეგობრული იყო, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„იყო განცხადებები, რომლებიც სავსე იყო ჩვენი ქვეყნის მიმართ საკმაოდ არამეგობრული რიტორიკით. ორმხრივ ურთიერთობებში მისი სხვა ქმედება, არც პლუსის, არც მინუსის ნიშნით, ჯერჯერობით არ დაგვიფიქსირებია“, – განაცხადა ს პრეზიდენტის პრესსპიკერმა, როდესაც უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, როგორ აფასებს კრემლი ჰარისის კანდიდატურას რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების კონტექსტში.
პესკოვმა დასძინა, რომ ახლა კრემლი ასეთ შეფასებას ვერ გააკეთებს, რადგან მისი წვლილი ორმხრივ ურთიერთობებში აქამდე შესამჩნევი არ ყოფილა.
ამასთან, მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საუბარია საარჩევნო კამპანიაზე მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ქვეყანაში, ეს არ შეიძლება კრემლის დღის წესრიგის პრიორიტეტული თემა იყოს.

ასევე დაგაინტერესებთ