დიმიტრი პესკოვი – ირანიდან რუსეთში გამდიდრებული ურანის ტრანსპორტირების საკითხი დიდი ხანია დღის წესრიგში დგას

ირანიდან რუსეთში გამდიდრებული ურანის ტრანსპორტირების საკითხი დიდი ხანია დღის წესრიგში დგას და მოსკოვი აგრძელებს ყველა დაინტერესებულ მხარესთან ურთიერთობას, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„ეს თემა დიდი ხანია დღის წესრიგში დგას. რუსეთი დიდი ხანია სთავაზობს ამ მომსახურებას, როგორც შესაძლო გადაწყვეტას, რომელიც შეამსუბუქებდა გარკვეულ გამაღიზიანებელ ფაქტორებს რიგი ქვეყნებისთვის. რუსეთი ამჟამად აგრძელებს ძალისხმევას, ინარჩუნებს კონტაქტებს ყველა დაინტერესებულ მხარესთან და, რამდენადაც ეს შესაძლებელია, ინარჩუნებს მზადყოფნას, ხელი შეუწყოს ირანის გარშემო დაძაბულობის დეესკალაციას“, – განაცხადა პესკოვმა, რითაც უპასუხა შეკითხვას: განიხილება თუ არა აშშ-სა და ირანთან ირანიდან გამდიდრებული ურანის რუსეთში ტრანსპორტირების საკითხი.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება