რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი ავიაკომპანია AZAL-ის თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით საერთაშორისო სასამართლოებში სარჩელის შეტანის გეგმის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის კომენტარს ეხმაურება და აცხადებს, რომ თუ ბაქო ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს მისი უფლებაა.
„თუ აზერბაიჯანი ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, ამ შემთხვევაში ეს აზერბაიჯანის უფლებაა – ჩვენ დაველოდებით ოფიციალურ განაჩენებს ყველა მიმდინარე გამოძიებიდან და პროცესიდან“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს, როდესაც უპასუხა შეკითხვას, როგორი იქნება მოსკოვის რეაქცია აღნიშნულ ფაქტზე.
შეგახსენებთ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ორი დღის წინ განაცხადა, რომ აზერბაიჯანი აპირებს, რუსეთს საერთაშორისო სასამართლოში უჩივლოს აზერბაიჯანის ავიახაზების (AZAL) თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო.
ცნობისთვის, 2024 წლის 25 დეკემბერს “აზერბაიჯანის ავიახაზების” ბაქოდან გროზნოში მიმავალი სამოქალაქო თვითმფრინავი ყაზახეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, რის შედეგადაც 38 ადამიანი დაღუპა. წინასწარი ინფორმაციით, თვითმფრინავი რუსული რაკეტის მოხვედრის შედეგად ჩამოვარდა.
