რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკის საშობაო მიმართვა უკულტურო და გაბოროტებული იყო.
„ჩვენ ვნახეთ ზელენსკის მართლაც უცნაური საშობაო მიმართვის შესახებ ინფორმაცია. უკულტურო, გაბოროტებული – ზელენსკი ნაკლებად ადეკვატურ ადამიანს ჰგავს“, – აღნიშნა პესკოვმა.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საშობაო მილოცვაში განაცხადა, რომ უკრაინაში ყველა ერთი ადამიანის სიკვდილზე ოცნებობს.
„დღეს ყველას ერთი ოცნება და ერთი სურვილი გვაქვს: დაე, ის დაიღუპოს“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. კომენტარი რუსეთის პრეზიდენტზე მინიშნებად აღიქვეს.




