დიმიტრი პესკოვი – ვლადიმერ პუტინს საბჭოთა კავშირის აღდგენა არ სურს, რადგან ეს შეუძლებელია

ვლადიმერ პუტინს საბჭოთა კავშირის აღდგენა არ სურს, რადგან ეს შეუძლებელია, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„ვლადიმერ პუტინს ეს არაერთხელ უთქვამს. მას საბჭოთა კავშირის აღდგენა არ სურს, რადგან ეს შეუძლებელია. რაც შეეხება ნატო-ზე თავდასხმისთვის მზადებას, ეს სრულ სისულელეს წარმოადგენს“, – განაცხადა პესკოვმა.
დიმიტრი პესკოვი გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ ს პრეზიდენტი, ნატო-ზე თავდასხმისთვის ემზადება და მას საბჭოთა კავშირის აღდგენა სურს.
„პუტინს ძველი საბჭოთა კავშირის დაბრუნება სურს და ეს მხოლოდ ს არ ეხება. ჩვენ ამისგან თავი უნდა დავიცვათ. არ მსურს, რომ ნატო-ს ტერიტორიას თავს დაესხას, თუმცა რუსეთის სახელმწიფო და უსაფრთხოების დოქტრინებში სწორედ ამაზეა საუბარი“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.