დიმიტრი პესკოვი – ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის საუბრის ორგანიზება ძალიან სწრაფად შეიძლება

რუსეთისა და -ის პრეზიდენტებს, ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის საუბრის ორგანიზება, საჭიროების შემთხვევაში, ძალიან სწრაფად იქნება შესაძლებელი, – ამის შესახებ ს პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„საჭიროების შემთხვევაში, ამის ორგანიზება ძალიან სწრაფად შეიძლება“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის შესაძლო საუბრის კომენტირებისას.
ცნობისთვის, მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში რუსეთის პრეზიდენტთან საუბარს გეგმავს.