დიმიტრი პესკოვი – ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის საუბარი სამშაბათისთვის მზადდება

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი სამშაბათისთვის მზადდება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„დიახ, ეს მართლაც ასეა. ასეთი საუბარი სამშაბათისთვის მზადდება”, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.
მანამდე, -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულებაზე საკითხზე საუბარს სამშაბათს გეგმავს. კითხვაზე, თუ რა დათმობები განიხილება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებში, ტრამპმა უპასუხა: „ჩვენ ვისაუბრებთ მიწაზე. ჩვენ ვისაუბრებთ ელექტროსადგურებზე“.