დიმიტრი პესკოვი – მხარს უჭერს ში ცეცხლის შეწყვეტის იდეას, მაგრამ რამდენიმე კითხვას, რომელიც ჰაერშია გამოკიდებული, პასუხი უნდა გაეცეს

ს პრეზიდენტი მხარს უჭერს ში ცეცხლის შეწყვეტის იდეას, მაგრამ ამისთვის რამდენიმე საკითხის გადაწყვეტაა საჭირო, – ამის შესახებ ს პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, როდესაც -ის პრეზიდენტ ს სიტყვებს გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, უკრაინაზე დარტყმები უნდა შეწყდეს.
„პრეზიდენტი პუტინი ნამდვილად მხარს უჭერს ცეცხლის შეწყვეტის იდეას. მაგრამ მანამდე რამდენიმე კითხვას პასუხი უნდა გაეცეს. ეს კითხვები ჰაერშია გამოკიდებული და ჯერჯერობით არავის უპასუხია“, – განაცხადა პესკოვმა.
მისი განმარტებით, საუბარია „ს რეჟიმის უკონტროლობაზე და ს რეჟიმის უუნარობაზე გააკონტროლოს მთელი რიგი ექსტრემისტული და ნაციონალისტური ქვედანაყოფების ქმედებები, რომლებიც არ ემორჩილებიან კიევს“.
„ეს ასევე დაკავშირებულია კიევის შემდგომი მილიტარიზაციის გეგმებთან. ყველა ეს ნიუანსი კვლავ დღის წესრიგშია“, – აღნიშნა პესკოვმა.
შეგახსენებთ, -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსეთთან მოლაპარაკებები გრძელდება. „ვესაუბრებით რუსეთს. გვსურს, შეჩერდნენ. არ მომწონს დაბომბვები, დაბომბვები გრძელდება და გრძელდება და ყოველ კვირას ათასობით ახალგაზრდა იღუპება”, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.