დიმიტრი პესკოვი – დონალდ ტრამპთან კონტაქტისთვის მზად არის – ველოდებით სიგნალებს

რუსეთის პრეზიდენტი, მზად არის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან კონტაქტისთვის, მოსკოვი ელოდება სიგნალებს და დროულად მოგაწვდით ინფორმაციას შესაძლო საუბრის შესახებ, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„მისმინეთ, პუტინი მზად არის, ჩვენ ველოდებით სიგნალებს, ყველა მზად არის. ამიტომ აქ ყავის ნალექზე მკითხაობა რთულია. როგორც კი რამე მოხდება, თუ რამე მოხდება, შეგატყობინებთ“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს, როდესაც უპასუხა შეკითხვას, მოსალოდნელია თუ არა რუსეთისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტებს შორის კონტაქტი შაბათ-კვირას.
შეგახსენებთ, -ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, სურს, რაც შეიძლება მალე შეხვდეს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, რათა რუსეთ-უკრაინის ომი შეაჩერონ.