რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან კონტაქტებისთვის ღიაა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
“პრეზიდენტი პუტინი ღიაა ასეთი კომუნიკაციისთვის და საჭიროების შემთხვევაში, ასეთი საუბარი შეიძლება ძალიან სწრაფად შეთანხმდეს. საჭიროების შემთხვევაში, მათი საუბარი ძალიან სწრაფად იქნება ორგანიზებული”, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს, როდესაც უპასუხა შეკითხვას, მოსალოდნელია თუ არა, რომ მიმდინარე კვირაში პუტინსა და ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართოს.
