დიმიტრი პესკოვი – ვლადიმერ პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმის მცდელობა მოლაპარაკებების პროცესის ჩაშლისკენ მიმართული ტერორისტული აქტია

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, კიევის მიერ ვლადიმერ პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმის მცდელობა მოლაპარაკებების პროცესის ჩაშლისკენ მიმართული ტერორისტული აქტი იყო.
„ნოვგოროდის რეგიონში რეზიდენციაზე თავდასხმის მცდელობა მოლაპარაკებების პროცესის ჩაშლისკენ მიმართული ტერორისტული აქტია“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.
პესკოვი მიიჩნევს, რომ უკრაინის ქმედებები ასევე ძირს უთხრის -ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ძალისხმევას.
„ეს ასევე მიმართულია ტრამპის წინააღმდეგ, ის მიზნად ისახავს პრეზიდენტ ტრამპის ძალისხმევის ჩაშლას, ხელი შეუწყოს უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას, ასეთი რთული კონფლიქტის“, – განაცხადა პესკოვმა.
მისი თქმით, მოსკოვი ხედავს, რომ და ბევრი დასავლური მედია საშუალება, კიევის მხარდაჭერით, ცდილობენ უარყონ რეზიდენციაზე თავდასხმა.
„ვხედავთ, რომ თავად ზელენსკი ცდილობს ამის უარყოფას და ბევრი დასავლური მედია საშუალება, კიევის რეჟიმთან მხარდაჭერით, იწყებს იმ ამბის გავრცელებას, რომ ეს არ მომხდარა“, – განაცხადა პესკოვმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)