დიმიტრი პესკოვი – წინასაარჩევნო დებატებში მონაწილეობას არ მიიღებს

ვლადიმერ პუტინი წინასაარჩევნო დებატებში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა.
პესკოვმა აღნიშნა, რომ პუტინის საპრეზიდენტო კანდიდატის მოწმობის მისაღებად ჟურნალისტებმა რუსეთის პრეზიდენტის წინასაარჩევნო შტაბს უნდა მიმართონ.
„არის შტაბი, არის შტაბის თავმჯდომარე“, – აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.
დღეს, რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პრეზიდენტობის კანდიდატად დაარეგისტრირა.
ცნობისთვის, რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები სამი დღის განმავლობაში, 15, 16 და 17 მარტს გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე ნიკოლოზი – შორს არ არის ის დღე, როცა უწმინდესის კანონიზაციის საკითხს დავაყენებთ – წმინდანობის ერთ-ერთი ნიშანია საყოველთაო თაყვანისცემა, რასაც ვხედავთ, არის განკურნების, სასწაულების მოხდენის შემთხვევები