დიმიტრი პესკოვი – ვაშინგტონს დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბრის გამართვა არ უთხოვია

ვაშინგტონს დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბრის გამართვა არ უთხოვია, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„საუბრის შესახებ თხოვნა არ ყოფილა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ საჭიროების შემთხვევაში საუბრის სწრაფად ორგანიზება შესაძლებელია“, – განაცხადა პესკოვმა.
ასევე, პესკოვის ცნობით, დღეს რუსეთის პრეზიდენტი, ყაზახეთის პრეზიდენტს კასიმ-ჟომარტ ტოკაევს შეხვდება.
„საღამოს, რუსეთში ყაზახეთის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პუტინსა და ტოკაევს შორის საუბარია დაგეგმილი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საუბარია“, – აღნიშნა პესკოვმა.

ასევე დაგაინტერესებთ

კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორი – პატრიარქის მდგომარეობა რჩება კვლავ მძიმე, საყურადღებო – კონსილიუმი შეჯერდა და თანხმდებიან, რომ ამ ეტაპზე მიმდინარე ყველა სამკურნალო ღონისძიება არის ადეკვატური

ევროპის საკითხებში გერმანიის სახელმწიფო მინისტრი – საქართველოზეა დამოკიდებული, რომ ევროკავშირის მიმართულებით, წინ იაროს – ამისთვის კი აუცილებელია ევროპული ღირებულებების გაზიარება, დემოკრატიის, სიტყვისა და პრესის თავისუფლების დაცვა