დიმიტრი პესკოვი – ევროპელები უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიან რელსებზე გადაყვანის მცდელობებს ხელს უშლიან, ბორბლებში ჯოხებს ურჭობენ – ევროპული ომის პარტია ძირითად ტენდენციას ინარჩუნებს, არ ცხრებიან

ევროპელები ხელს უშლიან უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიან რელსებზე გადაყვანის მცდელობებს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
მისი თქმით, მადლიერია -ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიმართ, რომელიც ამ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირებას ცდილობს.
„ევროპელები ხელს უშლიან ამ მცდელობებს, ევროპელები ბორბლებში ჯოხებს ურჭობენ“, – აღნიშნა პესკოვმა.
მისი მტკიცებით, ევროპელი პოლიტიკოსების ქმედებები მკვეთრად ეწინააღმდეგება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის და -ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიდგომას.
„ევროპული ომის პარტია ძირითად ტენდენციას ინარჩუნებს, ისინი არ ცხრებიან. ეს მკვეთრად ეწინააღმდეგება იმ მიდგომას, რომელსაც ჩვენი პრეზიდენტი, პრეზიდენტი პუტინი და აშშ-ის პრეზიდენტი ტრამპი იცავენ“, – აღნიშნა პესკოვმა.

ასევე დაგაინტერესებთ

„ოპოზიციის ალიანსი“ – რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია – ახლა ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ერთიანობით განაჩენი მოვიყვანოთ სისრულეში, ივანიშვილი მოვიშოროთ მშვიდობიანად და დავიბრუნოთ ქვეყანა

საბა ბრაჭველი: ასეთი სირცხვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობისთვის პირველია. ერთადერთი, იმედს ვიტოვებ, ოცნების ჭკვიანები ამ ანგარიშის ავტორებს არ დააკავებენ ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანის გამო