დიმიტრი პესკოვი – ევროპა ყველაფერს აკეთებს ომის გასაგრძელებლად და ზელენსკის წასახალისებლად

რუსეთის პრეზიდენტი , ისევე როგორც -ის პრეზიდენტი , კვლავ დაინტერესებული და ღიაა უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების საკითხით, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
მისი თქმით, -სგან და პირადად პრეზიდენტ დონალდ ტრამპისგან ელის, რომ უკრაინაში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მისაღწევად ძალისხმევას გამოიჩენენ.
„ვიმედოვნებთ, რომ შეერთებული შტატები და პირადად პრეზიდენტი ტრამპი ძალისხმევას გამოიჩენენ ამ საკითხში დახმარებისთვის. შემდეგ ვნახავთ, რა გამოვა“, – აღნიშნა პესკოვმა.
მისი მტკიცებით, ევროპა ყველაფერს აკეთებს უკრაინის კონფლიქტის გასახანგრძლივებლად და ვოლოდიმირ ზელენსკის ამისკენ წახალისებისთვის.
„სამწუხაროდ, მეორე მხარეს ევროპული სახელმწიფოებია, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ დაძაბულობის კიდევ უფრო გასაძლიერებლად. ისინი ყველაფერს აკეთებენ ომის გასაგრძელებლად და ამისკენ ზელენსკის წასახალისებლად“, – აღნიშნა პესკოვმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მახაშვილი „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე: ჩვენ ყველაფერს ველოდით, მაგრამ ეს მაინც იყო გასაკვირი, რადგან ეს მისი მანდატი არ არის. მათ შეიძლება გარკვეული ინფორმაციები მოიძიონ და ეს არის ზოგადად წევრ სახელმწიფოებს შორის დიალოგის ფორმატი და არა სადმე სხვა უწყებებში, გაეროში თუ ჰააგაში თუ სხვაგან გადამისამართება

კლინიკა „ბომონდი“ მშობიარობის შემდეგ გარდაცვლილზე – 2 კვირის წინ ჩაუტარდა საკეისრო კვეთა – კლინიკაში გადმოყვანის შემდეგ დაუდასტურდა მწვავე ქირურგიული პათოლოგია, ოპერაციისას კი განვითარდა გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა