დიმიტრი პესკოვი – ევროპა ომზეა ორიენტირებული – რუსეთთან საერთო ენის ძიების სურვილის აბსოლუტურად არანაირი სიგნალი არ არსებობს

ადრე თუ გვიან, ევროპაში საერთო უსაფრთხოების არქიტექტურაზე ფიქრი საჭირო გახდება, ზოგიერთს ეს უკვე ესმის, – ამის შესახებ ს პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
პესკოვი უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ს კომენტარს გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, ევროპამ რუსეთის ფედერაციასთან სტრატეგიული შეთანხმება უნდა დადოს.
„ჯერჯერობით ევროპასთან სამომავლო შეთანხმებებში საერთო ენა არ ჩანს, ევროპა კვლავ ომზეა ორიენტირებული, ევროპა, ასე ვთქვათ, მილიტარისტულ ყოყოჩობაშია ჩართული და საერთო ენის ძიების სურვილის აბსოლუტურად არანაირი სიგნალი არ არსებობს. მაგრამ, რა თქმა უნდა, ის ადამიანები, ვინც ამას ხვდებიან, ადასტურებენ, რომ ადრე თუ გვიან, ევროპაში საერთო უსაფრთხოების არქიტექტურაზე ფიქრი საჭირო გახდება. ამას ვერსად გაექცევი“, – აღნიშნა პესკოვმა.