დიმიტრი პესკოვი – ევროპაში დრონებთან დაკავშირებულ სიტუაციაში რუსეთის დადანაშაულების საფუძველი არ არსებობს

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ევროპაში დრონებთან დაკავშირებულ სიტუაციაში ს დადანაშაულების საფუძველი არ არსებობს.
„ისევ და ისევ, ამაში რუსეთის დადანაშაულების საფუძველი არ არსებობს. დღეს წავიკითხე, რომ ერთ-ერთ ევროპულ ქალაქში დრონის გამოცდის დროს ადგილობრივი ავია მოყვარული დააკავეს. ეს იყო უცნობი დრონი, რომელიც შენიშნეს, რამაც აჟიოტაჟი გამოიწვია, დააკავეს ვიღაც კაცი და აღმოჩნდა, რომ ეს კაცი ადგილობრივი იყო. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ამ ბიჭს რუსეთთან არანაირი კავშირი არ აქვს. ეს არის ერთი კონკრეტული, პატარა, იზოლირებული მაგალითი. მაგრამ შესაძლოა, საჭიროა თვალსაწიერის გაფართოება“, – აღნიშნა პესკოვმა.
მისი თქმით, ევროპაში ბევრი პოლიტიკოსია, რომლებიც ყველაფერში რუსეთს ადანაშაულებენ.
„ევროპაში ბევრი პოლიტიკოსია, რომლებიც ახლა ყველაფერში რუსეთს ადანაშაულებენ. ისინი ამას ყოველთვის გამართლებისა და საფუძვლის გარეშე აკეთებენ,“ – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს, როდესაც კომენტარი გააკეთა ევროპელი პოლიტიკოსების განცხადებებზე, რომლებიც ევროპის საჰაერო თავზე დრონების გამოჩენას რუსეთთან აკავშირებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლატვიის საგარეო უწყება – არჩევნებს, რომელშიც ოპოზიციის ლიდერები დააკავეს, დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების დევნა განხორციელდა, არ შეიძლება ეწოდოს არც თავისუფალ და არც დემოკრატიული

გიორგი შარაშიძე – ჩვენი პარტიული სიით გასული დეპუტატები საკრებულოებში შევლენ, პარლამენტის ბოიკოტი კი იყო შეცდომა, რისი გამოსწორების რამდენიმე გზა არსებობს – ვაკეთებთ ანალიზს და მივიღებთ გადაწყვეტილებას