მოსკოვი აანალიზებს ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ახალ სანქციებს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„ამჟამად ვაანალიზებთ გამოცხადებულ სანქციებს“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.
მისი თქმით, რუსეთი გააკეთებს იმას, რაც მის საუკეთესო ინტერესებშია.
„რა თქმა უნდა, გავაკეთებთ იმას, რაც საუკეთესოდ შეესაბამება ჩვენს ინტერესებს – ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, სინამდვილეში. ეს არის მთავარი ჩვენს ქმედებებში“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს ევროკავშირის მიერ დაწესებულ ახალ სანქციებზე საუბრისას.
შეგახსენებთ, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტი დაამტკიცა, რომელიც, სხვა ზომებთან ერთად, მოიცავს შეზღუდვებს „ჩრდილოვანი ფლოტის“ 100-ზე მეტ ტანკერზე, აკრძალვის დაწესებას რუსული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტზე. სანქციების თანახმად, რუსი დიპლომატების გადაადგილება მათი აკრედიტაციის ქვეყნების ტერიტორიით შემოიფარგლება.




