დიმიტრი პესკოვი დიდი ბრიტანეთის პრემიერის განცხადებაზე – ეს დაძაბულობის გაზრდისა და სიტუაციის ესკალაციისკენ კიდევ ერთი უპასუხისმგებლო ნაბიჯია – რა თქმა უნდა, შესაბამის ზომებს მივიღებთ

ეს დაძაბულობის გაზრდისა და სიტუაციის ესკალაციისკენ კიდევ ერთი უპასუხისმგებლო ნაბიჯია, – ასე ეხმაურება ს პრეზიდენტის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი დიდი ბრიტანეთის პრემიერის, კირ სტარმერის განცხადებას, რომლის თანახმადაც, ბრიტანული Storm Shadow-ის რაკეტების თავდაცვითი მიზნებისთვის გამოყენება უკრაინის გადასაწყვეტია.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა აღნიშნა, რომ კრემლში ეს განცხადება ჯერ არ უნახავთ.
„მაგრამ თუ ეს ასეა, მაშინ, რა თქმა უნდა, ეს დაძაბულობის გაზრდისა და სიტუაციის სერიოზულად ესკალაციისკენ კიდევ ერთი უპასუხისმგებლო ნაბიჯია, აბსოლუტურად უპასუხისმგებლო ნაბიჯი. ჩვენ ამ ყველაფერს ყურადღებით აღვნიშნავთ, რა თქმა უნდა, შესაბამის ზომებს მივიღებთ“, – აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა

ასევე დაგაინტერესებთ

მარინა ბერიძე: ვფიქრობდი, რომ რაკი ჩემს გამოსვლას ძირითადად ლინგვისტებში გამოუჩნდა ოპონენტები, აქამდე რომელიმე მათგანი დადებდა საპასუხო კვლევას, რომლითაც საწინააღმდეგოს დაამტკიცებდა