დიმიტრი პესკოვი – დასავლეთ ევროპის ქვეყნები გარე ჩარევისგან დაცულები არ არიან

დასავლეთ ევროპის ქვეყნები გარე ჩარევისგან დაცულები არ არიან, – ამის შესახებ ს პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
დიმიტრი პესკოვი ს პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც სლოვაკეთში „უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით, სა და საქართველოში მომხდარი „ფერადი რევოლუციების“ ანალოგიური სახელმწიფო გადატრიალების საფრთხე არსებობს“.
„ჩვენმა სლოვაკმა კოლეგებმა უკეთ იციან, როცა ასეთი დასკვნები გამოაქვთ. აშკარაა, რომ არცერთი ქვეყანა, მათ შორის დასავლეთ ევროპის ქვეყნები, ამჟამად მათ საშინაო საქმეებში ჩარევისგან დაცულები არ არიან“, – განაცხადა პესკოვმა.
მისი თქმით, ბოლო დროს გარე ჩარევას ბევრი დიდი ევროპული სახელმწიფო განიცდის.
„სხვა საკითხია ის, რომ ზოგიერთი ქვეყანა მსგავს ჩარევასთან საბრძოლველად გადამწყვეტ ზომებს იღებს, ხოლო ზოგიერთი ყველა დამცირების ატანას მოთმინებით ამჯობინებს“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება ევროკავშირის ელჩს საქართველოში, კეთილი ინებოს, გამოვიდეს, გაემიჯნოს და მკაცრად დაგმოს ყველაფერი, რაც ხდება თბილისის ქუჩებში

მურთაზ ზოდელავა – არაფერი საშიში არ არის იმაში, რომ სპეცრაზმელს შეერკინები, შევერკინე და საღ-სალამათი ვარ – ჩვენ ხელისუფლება არ გვყავს, ამიტომ შეუძლებელია ახლა დავთმოთ პოზიციები – ვიბრძოლოთ ბოლომდე