დიმიტრი პესკოვი – დასავლეთი ცდილობს ქვეყნებს რუსეთთან ვაჭრობის შეწყვეტა აიძულოს

დასავლეთი ცდილობს ქვეყნებს რუსეთთან ვაჭრობის შეწყვეტა აიძულოს, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი რუსული ნავთობის შეძენის გამო ინდოეთისთვის ტარიფების გაზრდის შესახებ -ის პრეზიდენტის, ს განცხადებას გამოეხმაურა.
„ჩვენ ბევრ განცხადებას ვისმენთ, რომლებიც რეალურად მუქარას წარმოადგენს. მცდელობებს წარმოადგენს, რომ ქვეყნებს რუსეთთან ვაჭრობის შეწყვეტა აიძულონ“, – განაცხადა პესკოვმა.
ასევე, პესკოვის თქმით, „სუვერენულ ქვეყნებს საკუთარი სავაჭრო პარტნიორების არჩევის უფლება აქვთ“.
„გვჯერა, რომ სუვერენულ ქვეყნებს უფლება აქვთ, ის სავაჭრო პარტნიორები და ეკონომიკური თანამშრომლობის რეჟიმები თავად აირჩიონ, რომლებიც მათი ქვეყნების ინტერესებში შედის“, – აღნიშნა პესკოვმა.