დიმიტრი პესკოვი – დასავლეთი სულ უფრო მეტად ერთვება უკრაინის კონფლიქტში, ეს ცუდია

დასავლეთის ქვეყნები, რომლებიც კიევს ს ტერიტორიაზე შორ მანძილზე მოქმედი იარაღით დარტყმის ნებას რთავენ, სულ უფრო მეტად ერთვებიან უკრაინის კონფლიქტში, რაც ამ კონფლიქტის ესკალაციას იწვევს, – ამის შესახებ ს პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„ის ფაქტი, რომ ეს დასავლური ქვეყნები კიდევ უფრო ერთვებიან ამ კონფლიქტში, ამ ომში, იწვევს დაძაბულობისა და ესკალაციის ახალ რაუნდებს. ეს ცუდია“, – აღნიშნა პესკოვმა.
მისი მტკიცებით, დასავლელი პოლიტიკოსები ცდილობენ, რუსეთისთვის სტრატეგიული მარცხის მიყენების ინსტრუმენტად გამოიყენონ.
„დასავლელი პოლიტიკოსები აგრძელებენ ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიული მარცხის მიყენების ხაზს და, რა თქმა უნდა, ს ამ მიზნების მისაღწევ ინსტრუმენტად იყენებენ“, – აღნიშნა პესკოვმა.