დიმიტრი პესკოვი – „ბურევესტნიკის“ რაკეტების გამოცდაში არაფერია ისეთი, რამაც შეიძლება მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობები დაძაბოს

ს პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ბირთვული ძრავის მქონე ფრთოსანი რაკეტების „ბურევესტნიკის“ გამოცდაში არაფერია ისეთი, რამაც შეიძლება მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობები დაძაბოს, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
„აქ არაფერია ისეთი, რამაც შეიძლება ან უნდა დაძაბოს მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობები“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს, როდესაც უპასუხა შეკითხვას, შეიძლება თუ არა ახალი რაკეტის დაანონსებამ მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობები დაძაბოს.
შეგახსენებთ, ს პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გუშინ განაცხადა, რომ რუსეთმა წარმატებით გამოსცადა „ბურევესტნიკის“ რაკეტა, რომელსაც, მისი თქმით, მოქმედების შეუზღუდავი რადიუსი აქვს. -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ს ამ განცხადებას შეუსაბამო უწოდა და აღნიშნა, რომ პუტინმა, რაკეტების გამოცდის ნაცვლად სთან ომი უნდა დაასრულოს.