დიმიტრი პესკოვი – ახლო აღმოსავლეთში -ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის მოსკოვში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს

ახლო აღმოსავლეთში -ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის მოსკოვში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
დიმიტრი პესკოვი სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პრეზიდენტის, ს სპეციალური წარმომადგენელი, სტივ ვიტკოფი რუსეთში ჩავიდა.
„არა, არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს და ჩვენ კონტაქტებს არ ვგეგმავთ“, – განაცხადა პესკოვმა.
მისი თქმით, რუსეთსა და აშშ-ს შორის კავშირები სხვადასხვა უწყებების მეშვეობით „ნამდვილად გაძლიერდა, მაგრამ უკრაინის საკითხზე ახალი არაფერია“.
ამასთან, რუსული მედიის ინფორმაციით, მოსკოვში აშშ-ის ელჩი, ლინ ტრეისი ს საგარეო საქმეთა სამინისტროში მივიდა.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – რუსული სახელმძღვანელო საქმეში: გენერალური პროკურორის მიერ ახალი ბრალდებების წაყენება თითქმის ყველა ოპოზიციონერი ლიდერის წინააღმდეგ – „ქართული ოცნება“ ევროკავშირის ანგარიშს პასუხობს: „არ გვაინტერესებს“

მიხეილ სააკაშვილი – ვაპროტესტებ მხოლოდ ზვიგენის საქმეზე ბრალის წარდგენას და არა სანქციებზე, რადგან მე მოვუწოდებდი დასავლეთში ჩემს მრავალრიცხოვან მეგობრებს სანქცირებას და ვიმეორებ, კიდევ მოვუწოდებ