დიმიტრი პესკოვი – -ს დელეგაციასთან მორიგ მოლაპარაკებებზე საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით იქნება წარმოდგენილი

აშშ-ს დელეგაციასთან მორიგ მოლაპარაკებებზე საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით იქნება წარმოდგენილი, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე განაცხადა.
„ეს ჩვენი მხრიდან საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით შედგება და შესაბამისად, ინფორმაციას მათგან მიიღებთ“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.
რუსული მედიის ინფორმაციით, შესაძლოა, რუსეთსა და -ს დელეგაციებს შორის მორიგი მოლაპარაკებები 10 აპრილს, სტამბოლში გაიმართოს.
ასევე, პესკოვის თქმით, რუსეთი შაბათს, აშშ-სა და ირანს შორის ომანში დაგეგმილ მოლაპარაკებებს მიესალმება.
„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული პრობლემების პოლიტიკური და დიპლომატიური გზებით გადაწყვეტის მომხრეები ვართ. ამიტომ, ეს მისასალმებელია“, – აღნიშნა პესკოვმა.

ასევე დაგაინტერესებთ

უკრაინის უმაღლესი რადას ვიცე-სპიკერის თქმით, საომარი მდგომარეობის დროს არჩევნების ჩატარების შესახებ საკანონმდებლო წინადადებების მოსამზადებლად შექმნილი სამუშაო ჯგუფი პირველ შეხვედრას დღეს გამართავს