დიმიტრი პესკოვი – აშშ-ის მიერ უკრაინის მომარაგება „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიმდინარეობაზე გავლენას არ მოახდენს

აშშ-ის მიერ უკრაინის მომარაგება „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიმდინარეობაზე გავლენას არ მოახდენს, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„რაც შეეხება სიურპრიზებს, დიახ, ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც ამ კონფლიქტში უშუალო მონაწილე, ინარჩუნებს და ზრდის პირდაპირ ჩართულობას, ს რეჟიმის ომის გაგრძელებისკენ პროვოცირებას ახდენს, მაგრამ ეს სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობასა და შედეგზე ვერანაირად ვერ იმოქმედებს. ყველა მიზანი შესრულდება“, – განაცხადა პესკოვმა.
პესკოვმა აღნიშნა, რომ ამერიკელები უკრაინელებს უფრო მეტ ტკივილს აყენებენ და ამერიკელების გამო უფრო მეტი უკრაინელი კვდება.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით მათიკაშვილი – ვისაც ჩვენ მდიდარ NGO-ებს ვეძახით, ანტიეროვნულ და დემოკრატიისთვის ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწეოდა – არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით შემოდინებული თანხები ანტისახელმწიფოებრივ მიზნებს ხმარდებოდა!

ქეთი ხუციშვილი – სიცრუეა რუსეთის დაზვერვის ინფორმაცია, რომ ევროკავშირი მზადაა ახალგაზრდებს აქციებზე დგომისთვის ფული გადაუხადოს – არალეგიტიმური ხელისუფლების პროპაგანდა რუსეთისას ემთხვევა და შეთანხმებას ჰგავს