დიმიტრი პესკოვი – აშშ-თან კონტაქტებს დადებითად ვაფასებთ

აშშ-თან კონტაქტებს დადებითად ვაფასებთ, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე განაცხადა.
დიმიტრი პესკოვი -ის პრეზიდენტის, ს სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც ში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსეთთან მოლაპარაკებებში პროგრესია.
„ჯერჯერობით რაიმე სახის შეთანხმების მკაფიო მონახაზი არ არსებობს, მაგრამ ამ შეთანხმებისთვის პოლიტიკური ნება არსებობს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენ ძალიან დადებითად ვაფასებთ კონსტრუქციულ და შინაარსობრივ კონტაქტებს, რომლებიც შედგა“, – განაცხადა პესკოვმა.
მისი თქმით, და აშშ მშვიდობის მიღწევისთვის ბევრს მუშაობენ.
„საკმაოდ ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს. ინფორმაციის გაცვლა პირადად ხდება. ვგულისხმობ სანქტ-პეტერბურგში ვლადიმერ პუტინსა და სტივ უიტკოფს შორის ახლახან გამართულ შეხვედრას. რა თქმა უნდა, სამშვიდობო ინიციატივების ძიება რთული საკითხია, ამიტომ სწრაფი შედეგების მოლოდინი არ უნდა გვქონდეს“, – აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთზე დაწესებული სანქციების შესაძლო შემსუბუქებაზე – არ იქნება მოლაპარაკებები, არანაირი შეთანხმება მანამ, სანამ ხოცვა-ჟლეტა არ შეწყდება, სანამ ეს ხორცსაკეპი მანქანა იქნება