დიმიტრი პესკოვი – ამ ეტაპზე ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი დაგეგმილი არ არის

ამ ეტაპზე ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი დაგეგმილი არ არის, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
პესკოვის ცნობით, ს პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს დღეს საღამოს საერთაშორისო სატელეფონო საუბარი აქვს დაგეგმილი, თუმცა ეს -ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან არ იქნება.
„ეს დღეს არ შედგება. ამ ეტაპზე ეს დაგეგმილი არ არის“, – განაცხადა პესკოვმა.
ამასთან, პესკოვის თქმით, პუტინმა ტრამპს საშობაო მილოცვა უკვე გაუგზავნა.
„პრეზიდენტმა პუტინმა ტრამპს შობა უკვე მიულოცა და მას მისალოცი ტელეგრამა გაუგზავნა“, – აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

თაზო დათუნაშვილი – ზურა ჯაფარიძესთან მეგობრული საუბარი გვქონდა – „ლელოში“ ყოველთვის ვიყავით მომხრეები, გვქონოდა საერთო სტრატეგია, როდესაც დიქტატორულ რეჟიმს ვუპირისპირდებით, მგონი, კოლეგებმა უნდა გადააფასონ არასწორი ნაბიჯები