დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი უკვე შეთანხებულია

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და -ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი დღეს, მოსკოვის დროით 17:00 საათზე გაიმართება.
„ხუთ საათზე ტრამპთან სატელეფონო საუბარი შედგება. ტრამპმა ეს გუშინწინ უკვე განაცხადა. ბუნებრივია, საუბარი მნიშვნელოვანია სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების გათვალისწინებით“, – აღნიშნა მან.
მისი თქმით, საუბრის შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ამასთან, პესკოვმა განაცხადა, რომ პუტინსა და ტრამპს შორის შესაძლო შეხვედრა დამოკიდებულია სახელმწიფოს მეთაურებს შორის პირად შეთანხმებებზე.
„ამის შესახებ გადაწყვეტილებას ორი პრეზიდენტი იღებს. ნებისმიერ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, პრეზიდენტების შეხვედრა პროდუქტიული უნდა იყოს, მაგრამ იმისათვის, რომ ეფექტური იყოს, ის კარგად უნდა მომზადდეს“, – აღნიშნა პესკოვმა.
მისი მტკიცებით, რუსეთი ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნებს მიაღწევს, თუმცა სასურველია მათი მიღწევა პოლიტიკურ-დიპლომატიური გზებით.
„რა თქმა უნდა, სასურველია ჩვენი მიზნების მიღწევა პოლიტიკურ-დიპლომატიური გზებით“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი – ვხედავთ, რა ხდება მსოფლიოში, როგორი ქაოსია გარშემო და რამხელა ფასი აქვს მშვიდობას – გჯეროდეთ ჩვენი სახელმწიფოსი, რადგან დღეს მართლაც უნიკალური შანსი აქვს ჩვენს ქვეყანას გაძლიერდეს და განვითარდეს

ირაკლი კობახიძე „ლელო“-გახარიას კანდიდატზე – თბილისში ჩვენი ამოცანა მერის შემთხვევაში პირველივე ტურში არჩევნების მოგებაა, საკრებულოში კი მინიმუმ, 38 მანდატის მიღება – გუშინდელმა დღემ დაადასტურა, რომ ამ მიზანთან ახლოს ვართ