დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ემანუელ მაკრონთან დიალოგისთვის მზად არის

ს პრეზიდენტი ემანუელ მაკრონთან დიალოგისთვის მზად არის, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„მან [მაკრონმა] თქვა, რომ პუტინთან საუბრისთვის მზად არის. მნიშვნელოვანია გავიხსენოთ ის, თუ რა თქვა პრეზიდენტმა პირდაპირი ხაზის დროს. მაკრონთან დიალოგის მზადყოფნა მანაც გამოთქვა. ასე რომ, თუ პოლიტიკური ნება ორმხრივად არსებობს, მაშინ ამის მხოლოდ დადებითად შეფასება შეიძლება“, – განაცხადა პესკოვმა.
ცნობისთვის, 19 დეკემბერს საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ევროპას ს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან პირდაპირ დიალოგში ჩართვა მოუწევს.
„მიმდინარე მოლაპარაკებებში ან მიღწეული იქნება ხანგრძლივი მშვიდობა, ან ვიპოვით გზებს, რათა ევროპელებმა ხელახლა დაიწყონ დიალოგი რუსეთთან – გამჭვირვალობისა და სთან თანამშრომლობის გზით. ვლადიმერ პუტინთან საუბარი კვლავ სასარგებლო იქნება,“ – აღნიშნა მაკრონმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ყაველაშვილი: როგორ შეიძლება, 20 წლის ბიჭი რომ ხარ და 25 წლის ბიჭი, იგივე აზრზე დარჩე, რის გამოც შენ თითქოს პატრიოტი გახდი, რის გამოც რაღაც ღირებულებები გინდოდა შეგექმნა და ამისთვის დაგეცვა შენი პოზიციები, ეს ყველაფერი გაფერმკლდალდა, გადაიხაზა და აღარაფერი აღარ არსებობს და ვიღას ეწინააღმდეგები?