დიმიტრი მედვედევი – უკრაინის მიერ ე.წ. „ბინძური ბომბის“ შექმნა საშიში პროვოკაცია იქნებოდა

უკრაინის მიერ ე.წ. „ბინძური ბომბის“ შექმნა საშიში პროვოკაცია იქნებოდა, – ამის შესახებ ს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი „ტელეგრამის“ არხზე წერს.
„მტრის მიერ ე.წ. „ბინძური ბომბის“ შექმნისა და გამოყენების შესაძლო მცდელობები, რის შესახებაც გუშინ პრეზიდენტმა ისაუბრა, უკიდურესად საშიში პროვოკაცია იქნებოდა, რასაც პროპორციული პასუხი მოჰყვებოდა“, – წერს მედვედევი.
ცნობისთვის, გუშინ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა, რომ „უკრაინის მიერ ე.წ. „ბინძური ბომბის“ გამოყენებას კატასტროფული შედეგები მოჰყვება“.
„ეს კოლოსალური შეცდომა იქნებოდა იმ ადამიანების მხრიდან, რომლებსაც დღევანდელ ში ნეონაცისტებს ვუწოდებთ. რადგან როგორც ჩვენი ბირთვული დოქტრინა, ასევე ჩვენი მოქმედების პრაქტიკა ამბობს, რომ ჩვენ წინაშე არსებულ საფრთხეს ყოველთვის ვპასუხობთ“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.