დიმიტრი მედვედევი – უკრაინამ, შესაძლოა, 2034 წლამდე არსებობა შეწყვიტოს

უკრაინამ, შესაძლოა, 2034 წლამდე არსებობა შეწყვიტოს, როცა სავარაუდოდ მისი ნატო-ში მიღება იგეგმება, – ამის შესახებ ს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.
„ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, სტოლტენბერგმა ცოტა ხნის წინ ღიად განაცხადა, რომ უკრაინის ალიანსში გაწევრიანების კარგ სცენარად მიიჩნევს 2034 წელს, ანუ არასოდეს“, – განაცხადა პოლიტიკოსმა.
მისი თქმით, იმ დროისთვის ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერები არ იქნებიან თავიანთ თანამდებობებზე, “ზოგიერთი კი ამ სამყაროში აღარ იქნება” და შესაძლოა, არც არსებობდეს.
„დაპირებებს უკრაინის „ნატო-ს სამოთხეში“ შესვლის შესახებ აზრი არასდროს ჰქონია და საბოლოოდ აღმოჩნდა ცარიელი ფრაზა, უკრაინელი ხალხის ტვინის გამორეცხვის საშუალება“, – აღნიშნა მედვედევმა.
შეგახსენებთ, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა მიმდინარე თვის დასაწყისში DPA-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ იმედი აქვს, უკრაინა ალიანსს მომავალი 10 წლის განმავლობაში შეუერთდება.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – საზოგადოებას არ ჰქონდა სრული, სათანადო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება უკრაინაში და ამ ბილბორდებმა და ვიდეორგოლმა გააშიშვლა სიმართლე – ამიტომ არიან ახლა გაღიზიანებული კონკრეტული ძალები

პრემიერი – იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი უდიდესი საგანძურია ჩვენი ქვეყნისთვის, ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება ყოველთვის მიმართული იყო ქვეყნის ეროვნული იდენტობის დაცვისა და შენარჩუნებისკენ და ქველმოქმედების ეს აქტიც ამის გამოხატულებაა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე – რუსეთის ჩარევა იმისკენაა მიმართული, რომ საქართველოს მთავრობა და მისი ხალხი უკან თავის ორბიტაში დააბრუნოს, ეს უბრალოდ მიუღებელია – ჩვენ ვღელავთ და აშშ-ის მთავრობა უმაღლეს დონეზე აკვირდება არჩევნებს