რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, რუსეთი, შესაძლოა, კიევამდე მივიდეს, რადგან მისი არსებობის საფრთხე სწორედ კიევიდან მოდის.
„სად უნდა გავჩერდეთ? – არ ვიცი. ვფიქრობ, ჯერ კიდევ ბევრი და სერიოზულად უნდა ვიმუშაოთ. იქნება ეს კიევი? – დიახ, ალბათ, კიევი უნდა იყოს. თუ ახლა არა, მაშინ გარკვეული დროის შემდეგ, შესაძლოა ამ კონფლიქტის განვითარების სხვა რომელიმე ფაზაში”, – განაცხადა მედვედევმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში.
მისი თქმით, ქალაქს აკონტროლებენ რუსეთის ფედერაციის მოწინააღმდეგეები, შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით და კიევის რეჟიმს წარმოადგენენ „მარიონეტები, რომლებსაც არ აქვთ სინდისი და არ ეშინიათ თავიანთი ქვეყნის მომავლის“.