დიმიტრი მედვედევი – რამდენიც არ უნდა ილაყბონ ნატო-ელებმა, პენსიაზე გასულმა ბებრებმა, ცხოვრება ბევრად უფრო საშინელია, ვიდრე ქარაფშუტა მსჯელობა, რომ რუსეთი ბირთვული იარაღს არ გამოიყენებს

რაც არ უნდა ილაპარაკონ დასავლეთში, რომ არ გამოიყენებს არასტრატეგიულ ბირთვულ იარაღს, ცხოვრება ბევრად საშინელია, ვიდრე მათი ქარაფშუტა მსჯელობა, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.
„რამდენიც არ უნდა ილაყბონ ნატო-ელებმა, პენსიაზე გასულმა ბებრებმა, რომ რუსეთი არასოდეს გამოიყენებს არასტრატეგიულ ბირთვულ იარაღს ყოფილ ში და, მითუმეტეს, ნატო-ს ცალკეულ ქვეყნებში, ცხოვრება ბევრად უფრო საშინელია, ვიდრე მათი ქარაფშუტა მსჯელობა. რამდენიმე წლის წინ ისინი ამტკიცებდნენ, რომ რუსეთი არ შევიდოდა ღია სამხედრო კონფლიქტში ბანდერას რეჟიმთან, რათა არ დაპირისპირებოდა დასავლეთს, არასწორად გათვალეს. ომი მიმდინარეობს“, – აღნიშნა მედვედევმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე გიგი უგულავაზე – 50 მილიონი აქვს მოპარული და თვითონ „მსხვილმანი თაღლითია“, სხვას ეძახის წვრილმანებს და შეურაცხყოფას აყენებს – სხვას აბრალებს და თვითონ დაუბრალებლად და ალალად არის „მსხვილმანი თაღლითი“