დიმიტრი მედვედევი – პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, მომავალში ბირთვული იარაღის წარმოება გაგრძელდება – ტრამპმა, რომელიც მშვიდობისმყოფელ პრეზიდენტად მოვიდა, -სთვის ახალი ომი დაიწყო -კარგი დასაწყისია, გილოცავთ, ბატონო პრეზიდენტო

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, -ის დარტყმების შედეგად ირანის კრიტიკული ინფრასტრუქტურა სერიოზულად არ დაზიანებულა და ქვეყანა ბირთვულ პროგრამას გააგრძელებს.
„რა მიაღწიეს ამერიკელებმა ირანში სამ წერტილზე ღამის დარტყმებით? ბირთვული ციკლის კრიტიკულმა ინფრასტრუქტურამ, როგორც ჩანს, მცირე დაზიანება მიიღო, ან საერთოდ არ დაზიანებულა. ბირთვული მასალის გამდიდრება და, ახლა პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მომავალში ბირთვული იარაღის წარმოება, გაგრძელდება. რიგი ქვეყნები მზად არიან ირანს პირდაპირ მიაწოდონ ბირთვული იარაღი. თავდასხმის ქვეშაა, აფეთქებები ხმები ისმის, ხალხი პანიკაშია. შეერთებული შტატები ახალ კონფლიქტშია ჩათრეული სახმელეთო ოპერაციის პერსპექტივით“, – წერს მედვედევი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
მისი თქმით, ირანის პოლიტიკური რეჟიმი არსებობას აგრძელებს და, დიდი ალბათობით, უფრო ძლიერი გახდა, ხალხი სულიერი ლიდერის გარშემო ერთიანდება, მათ შორის ისინიც, ვინც მას არ თანაუგრძნობდა.
„ტრამპმა, რომელიც მშვიდობისმყოფელ პრეზიდენტად მოვიდა, შეერთებული შტატებისთვის ახალი ომი დაიწყო. მსოფლიოს ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა ისრაელისა და შეერთებული შტატების ქმედებების წინააღმდეგია. კარგი დასაწყისია, გილოცავთ, ბატონო პრეზიდენტო!“- წერს მედვედევი.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე: ფინანსურად ივანიშვილი შეინახავს „იმედს“, აქ მთავარია, რამდენად შეძლებს ისევ ისე ოპერირებას და მგონია, რომ ვერ შეძლებს – „იმედი“ დასუსტდა და ეს პირდაპირ პროპორციული იქნება „ქართული ოცნების“ დასუსტების

“ჩვენ ბოლომდე კონტროლქვეშ გვაქვს ვითარება… არაფერი გადასარჩენი არ სჭირს არც „იმედს“ და არც „პოსტივის“” – ირაკლი კობახიძისა და „ფორმულას“ ჟურნალისტ სალომე ლაბაძის კითხვა-პასუხი (ვიდეო)