იმის გათვალისწინებით, რაც ახლა ხდება, სამწუხაროდ, ვერც ერთ სცენარს ვერ გამოვრიცხავ, – ამის შესახებ რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა ნატო-ს სამხედრო ბაზებზე თავდასხმის შესაძლებლობაზე საუბრისას განაცხადა.
„რაც შეეხება კონკრეტულ სამხედრო ობიექტებს, ბაზებს რომელიმე სახელმწიფოში, თუ კონფლიქტი ესკალაციის სცენარით განვითარდება, გამორიცხული არაფერია, რადგან ნატო-ს წევრი ქვეყნები, ფაქტობრივად, სრულად არიან ჩართულნი ამ კონფლიქტში,”- განაცხადა მედვედევმა ტელეარხ Al Arabiya-სთვის მიცემულ ინტერვიუში, როდესაც საუბრობდა იმაზე, შესაძლებელია თუ არა რუმინეთისა და პოლონეთის ტერიტორიაზე სამხედრო ჰაბებზე თავდასხმები უკრაინის მხრიდან ახალი დარტყმების შემთხვევაში.
„იმის გათვალისწინებით, რაც ახლა ხდება, სამწუხაროდ, ვერც ერთ სცენარს ვერ გამოვრიცხავ, თუნდაც ყველაზე რთულ და სამწუხარო სცენარს. ჩვენ არ გვსურს ასეთი სცენარი, ამაზე არაერთხელ გვისაუბრია“, – აღნიშნა მედვედევმა.