დიმიტრი მედვედევი – მაკრონი სამუდამოდ გაქრება არაუგვიანეს 2027 წლის 14 მაისისა და ის არავის დააკლდება

მაკრონი არ წარმოადგენს საფრთხეს, ის სამუდამოდ გაქრება არაუგვიანეს 2027 წლის 14 მაისისა და არავის დააკლდება, – ასე ეხმაურება რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებას, რომ საფრთხე გახდა საფრანგეთისთვისა და ევროპისთვის.
„მაკრონმა თქვა, რომ საფრთხე გახდა საფრანგეთისა და ზოგადად ევროპისთვის. თუმცა, თავად მიკრონი არ წარმოადგენს დიდ საფრთხეს. ის სამუდამოდ გაქრება არაუგვიანეს 2027 წლის 14 მაისისა და არავის დააკლდება“, – წერს მედვედევი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთი საფრთხე გახდა საფრანგეთისთვისა და ევროპისთვის.
„საფრთხის ქვეშ არა მხოლოდ უკრაინელი ხალხია, რომელიც მამაცად იბრძვის საკუთარი თავისუფლებისთვის, არამედ ჩვენი უსაფრთხოებაც. მშვიდობა აღარ არის გარანტირებული ჩვენს კონტინენტზე. რუსული საფრთხე გავლენას ახდენს ევროპის ქვეყნებზე და გავლენას ახდენს ჩვენზე“, – აღნიშნა მაკრონმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას