ილონ მასკის ჭკვიანური ნაბიჯი, იმედია „დიფ სტეიტი“ მას მთლიანად არ გადაყლაპავს, – ასე ეხმაურება რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი აშშ-ის საგარეო დახმარების სააგენტო USAID-ის დახურვასთან დაკავშირებით ილონ მასკის მიერ გაკეთებულ განცხადებას.
„ილონ მასკის ჭკვიანური ნაბიჯი, რომელიც USAID-ის ღრმა ყელის ამოვსებას ცდილობს. იმედი ვიქონიოთ, რომ საქვეყნოდ ცნობილი „დიფ სტეიტი“ მას მთლიანად არ გადაყლაპავს“, – წერს მედვედევი X-ზე.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა გუშინ განაცხადა, რომ USAID არის „კრიმინალური ორგანიზაცია და დროა მოკვდეს“. ამასთან, მასკმა აღნიშნა, რომ USAID-ის დახურვაზე მუშაობს და ამას აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპიც ეთანხმება.
