დიმიტრი მედვედევი – ევროპის დენაციფიკაცია გვჭირდება – პირველ რიგში, ჩვენ სპეციალური სამხედრო ოპერაცია გამარჯვებით უნდა დავასრულოთ და კიევის ნეონაცისტური რეჟიმი გავანადგუროთ

ევროპის დენაციფიკაცია გვჭირდება, – ამის შესახებ ს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.
„ჩვენ ნამდვილი დენაციფიკაცია გვჭირდება. ნაციზმი, როგორც იდეოლოგია, სრულიად უნდა განადგურდეს არა მხოლოდ ში, არამედ მთელ ევროპაში. ეს კი სხვადასხვა სახელმწიფოების ერთობლივი მოქმედებებით უნდა განხორციელდეს“, – განაცხადა დიმიტრი მედვედევმა.
მისი თქმით, „უკრაინის ბედი გადაწყვეტილია და ს რეჟიმი უნდა განადგურდეს“.
„ჩემი აზრით, უკრაინის ბედი წინასწარ გადაწყვეტილია. გაურკვეველია რამდენ ხანს გააგრძელებს მისი ნარჩენები ფუნქციონირებას, ვის დასჭირდება ის პრაგმატულ დასავლურ სამყაროში, ენერგორესურსების, ინდუსტრიის, პერსპექტივებისა და პოტენციალის გარეშე. პირველ რიგში, ჩვენ სპეციალური სამხედრო ოპერაცია გამარჯვებით უნდა დავასრულოთ და კიევის ნეონაცისტური რეჟიმი გავანადგუროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს კონფლიქტი მრავალი წლის განმავლობაში გაგრძელდება“, – აღნიშნა მედვედევმა.