დიმიტრი მედვედევი – დღეს რაც ხდება, მარიონეტული ომია, მაგრამ არსებითად ეს არის სრულმასშტაბიანი ომი, სანქციების პაკეტებით და ჩვენ მათ პასუხი გავცეთ – დასავლელი პოლიტიკოსების განცხადებები კი სრული სისულელეა

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ დასავლეთი პრაქტიკულად სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს ს წინააღმდეგ, შესაბამისად მოსკოვმა პასუხი უნდა გასცეს მას და საჭიროების შემთხვევაში, პრევენციული დარტყმები განახორციელოს.
„დღეს რაც ხდება, არის მარიონეტული ომი, მაგრამ არსებითად ეს არის სრულმასშტაბიანი ომი, სანქციების პაკეტებით, ხმამაღალი განცხადებებით ევროპის მილიტარიზაციის შესახებ.
ჩვენ შესაბამისად უნდა ვიმოქმედოთ და მათ პასუხი გავცეთ“, – განაცხადა მან.
მედვედევის თქმით, დასავლეთში ბევრს სისხლში აქვს ღალატი და აქვთ საკუთარი უპირატესობის მოძველებული წარმოდგენა.
„დასავლელი პოლიტიკოსების განცხადებები სრული სისულელეა. დავამატებდი, რომ ეს სისულელე განზრახ ვრცელდება საინფორმაციო სივრცეში ისედაც რთული სიტუაციის დესტაბილიზაციის მიზნით. ეს ჩვენს წინააღმდეგ დასავლეთის ღია ომის კიდევ ერთი ფლანგია“, – თქვა მან.