“სანქციებთან დაკავშირებით არაერთხელ გამოვთქვით პროტესტი და აღვნიშნეთ, რომ სანქციები არის უსამართლო და აბსოლუტურად დაუსაბუთებელი. არანაირ ევროპულ თუ ამერიკულ სტანდარტში არ ჯდება, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე ბრალი დასდო მოსამართლეს კორუფციაში, ეს არის უმძიმესი ბრალდება. […] ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, განპირობებული გარკვეული პოლიტიკური დღის წესრიგით.
სამწუხაროდ, გარკვეული წრეებისთვის ბრიუსელში იქნება, ევროკავშირში თუ სხვაგან, არსებობენ გარკვეული ძალები, რომელთათვისაც ჩვენი ხელისუფლების კურსი შესაძლოა მიუღებელი იყოს, სასამართლოს გადაწყვეტილება ვიღაცას შეიძლება არ მოსწონდეს, მაგრამ აქედან გამომდინარე, რომ მოსამართლის მიმართ დაწესებულ იქნას სანქციები, თან უფრო ყველანაირ ზღვარს სცილდება მოსამართლეთა ოჯახის წევრების სანქცირება. პერსონალურად მოსამართლეთა მიმართ სანქციებიც მიუღებელია” – ამბობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილი.