დიმა ჩიქოვანის თქმით, საკუთარ სახლთან თავს დაესხნენ

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრ დიმა ჩიქოვანის თქმით, საკუთარ სახლთან თავს დაესხნენ და სცემეს.
ჩიქოვანს სახეზე აღენიშნება დაზიანებები. ალადაშვილის კლინიკაში გადასვლამდე ის „ფორმულას“ ჩაერთო და თქვა, რომ თავდასხმა სოლოლაკში, მის სახლთან მოხდა.
„ეზოში მოხდა, ორი ადამიანი იყო ქუდებით ჩასაფრებული სადარბაზოს კარებთან და ყველაფერი მოხდა ძალიან უცებ. „ქართული ოცნების“ მშიშარა ტიტუშკები ზუსტად 3 წუთში გაიქცნენ, როგორც გაიქცევიან ქვეყნიდან, ბოლოს ასე დამთავრდება. ეს არის რუსული რეჟიმი, ეს არის რუსული კანონი, ეს უკვე მოქმედებაშია“, — განაცხადა ჩიქოვანმა.
მისი თქმით, ცემის მიუხედავად ვერ შეაშინებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

სოფო ჯაფარიძე პენსიონერებს – 26 ოქტომბრის შემდეგ ჩვენი მთავარი საზრუნავი იქნება თქვენი უზრუნველი სიბერე, 1-ელ დეკემბრამდე გაგინულდებათ საპენსიო სესხები, პენსია გახდება მინიმუმ 1000 ლარი