ჩვენი მეორე ეპიზოდი ეხება არჩევანს, რომლის წინაშეც საქართველოს ბევრი მოქალაქე დადგა მიმდინარე წლის განმავლობაში: უნდა იყო აქტიური მოქალაქე, თუ პოლიტიკა მოქალაქის საქმე არ არის? უნდა იბრძოლო საკუთარი უფლებებისათვის, თუ ყველაფერი თავისით დალაგდება? გეხება თუ არა სხვისი ბედი, თუ ადამიანმა მხოლოდ საკუთარ თავზე უნდა იზრუნოს?
აღნიშნულ საკითხზე მსჯელობას ვიწყებთ ანტონიო ტაბუკის რომანით “მიაჩნია პერეირას”. ნაწარმოების მთავარი გმირი, პერეირა, პორტუგალიაში მცხოვრები “აპოლიტიკური” ადამიანია, რომელიც აღმოაჩენს რომ…
საუბარში მონაწილეობენ:
Levan Shatberashvili – ფილოსოფოსი, “თავისუფლების მოძრაობის” წევრი.
ხათუნა ცხადაძე – ფილოლოგი, მთარგმნელი.
Levan Ghambashidze– ფილოსოფოსი.
გოტა ჭანტურია – მასწავლებელი, მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის.
გთხოვთ ვიდეოს დაშეარებით დაგვეხმაროთ არხის პოპულარიზაციაში და ჩვენი სათქმელის გავრცელებაში.