“დილა” სუპერთასის პირველი ფინალისტია

სლავა მეტრეველის სახელობის საქართველოს სუპერთასის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში გორის “დილამ” თბილისის “იბერია 1999” დაამარცხა. დავით პეტრიაშვილი არენაზე გორელებმა მეტოქეს 3:1 სძლიეს და სუპერთასის ფინალის საგზური მოიპოვეს.
დავით პეტრიაშვილი არენაზე გამართულ შეხვედრაში ანგარიში “იბერიამ” მე-19 წუთზე იური ტაბატაძის გოლით გახსნა. 21-ე წუთზე “დილამ” მეტოქეს დეო ბასინგას ზუსტი დარტყმით უპასუხა და ტაიმი ფრედ დასრულდა. 62-ე წუთზე გორელები ანდრონიკაშვილის პენალტით დაწინაურდნენ, მატჩის საბოლო ანგარიში კი, ოთარ ფარულავამ დააფიქსირა 79-ე წუთზე გატანილი გოლით.
სუპერთასის მეორე ნახევარფინალური შეხვედრა 27 ივნისს შედგება. დავით პეტრიაშვილი არენაზე თბილისის “სპაერი” ქუთაისის “ტორპედოს” უმასპინძლებს. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.
GFF.GE
ისტორიაში პირველად! – ქუთაისის “ტორპედომ” საქართველოს სუპერთასი მოიგო [VIDEO]
28 ივნისს სუპერთასის ნახევარფინალური მატჩები გაიმართება
2023 წლის სუპერთასის გათამაშება 30 ივნისს დაიწყება
საქართველოს ახალი სუპერთასი ახალ მფლობელს ელოდება
2022 წლის საქართველოს სუპერთასს ქუთაისი უმასპინძლებს
საჩხერის “ჩიხურას” ემოციური ქომაგი სუპერთასზე [VIDEO]