კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში „დილა“ საკუთარ მოედანზე „რიგასთან“ ფრეს დასჯერდა (3:3), ორი შეხვედრის ჯამში 4:5 მარცხი განიცადა და ტურნირიდან გამოვარდა.
ლატვიაში 1:2 წაგების შემდეგ „დილამ“ შეუტია და არაუჟომ თავურით დააწინაურა. აქედან მოყოლებული თამაში გათანაბრდა, ორმხრივი იერიშებით მიმდინარეობდა, ტაიმის ბოლოს სტუმრებს გალომ პენალტი მოუპოვა და რამირესმა ანგარიში გაათანაბრა.
შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეიცვალა, „რიგას“ კარგი მომენტი ჰქონდა, მაგრამ მასპინძლები მეკარე კერესელიძემ გადაარჩინა, მალე კი „დილა“ ბასინგამ წინ გაიყვანა. სტუმრებმა შეტევებით უპასუხეს, ისევ მიეცათ შანსები, ისევ მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა კერესელიძე, თუმცა მუსამ მაინც შეძლო თანაფარდობის აღდგენა. გორული გუნდი შტურმზე გადავიდა და შედეგსაც მიაღწია – კიკაბიძის ჩაწოდებულ ბურთს ზვიედრისის კარში შეცვლაზე შესულმა ანოფმა თავით მიუჩინა ადგილი. ყველაფერი დამატებითი დროისკენ მიდიოდა, მაგრამ კომპენსირებულ დროში გორელთ კარი ჩერნომორდნიმ დალაშქრა და თავისი გუნდი მესამე რაუნდში გაიყვანა.
დილა – რიგა 3:3
გოლები: 1:0 არაუჟო (15), 1:1 რამირესი (45+7, პენ), 2:1 ბასინგა (51), 2:2 მუსა (64), 3:2 ანოფი (81), 3:3 ჩერნომორდნი (90+6)
დილა: კერესელიძე, რუხაძე (ილორი 90+4), ეტოუ, არაუჟო, ჩაბრაძე (კიკაბიძე 27), კონტე, ანდრონიკაშვილი, ფარულავა, შეყილაძე (ანოფი 72), ედუძი, ბასინგა
· llcl შესანიშნავია გლდანის მაჟორიტარო დეპუტატო! ოდნავ რომ გამართლებოდა ტორპედოს და განმეორებითი თამაში კვიპროსში ყოფილიყო, თბილისის დროით აგვისტოსაც ევროტურნირებზე შევხვდებოდით! კალაძის წარდგენას თუ ესწრებოდით ბატონო ლევან?
· ვახო გორის დილა ყველაზე სიმპატიური ქართული კლუბია, წარმატებები მომავალში !
· თორნიკე სამარცხვინოა ქართული საკლუბო ფეხბურთი. იბერია სამარცხვინო გუნდი უნიათო მწვრთნელით. სპაერი საერთოდ არაა სახსენებელი. ტორპედო გულის ამრევი. დილამ იბრძოლა მარტო და მაინც გავარდა. სამი გუნდით ვიქნებით აწი ევროთასებზე და ეგეც ზედმეტი მგონია. სამარცხვინოები არიან ყველა ქართული გუნდი
· ირაკლი საკლუბო ფეხბურთი აღარ არის. ეს ნაკრებზე აისახება
· ზურა ჩოხატაურის გუნდი ევროტურნირებზე არ მონაწილეობს?
“სპაერი” “აუსტრიასთან” განადგურდა და კონფერენს ლიგის გათამაშებას გამოეთიშა
დიეგო ლონგო: გორში სრულიად განსხვავებული თამაში იქნება
დიეგო ლონგო: “დილა” თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმისგან ჯერ კიდევ შორს არის
[VIDEO] “დილა” ლატვიაში მინიმალური ანგარიშით დამარცხდა
დავით სხირტლაძე ტრნავას “სპარტაკიდან” “რიგაში” გადავიდა
“დილამ” “რასინგს” ისევ მოუგო და მეორე ეტაპზე “რიგას” შეხვდება
მცირე პროგრესი იგრძნობა – ევროთასების შესარჩევი ეტაპის პირველი რაუნდის მიმოხილვა
